გიორგი ქობულია

ქობულია: ჩვენ არ გვაქვს საშუალება და არც უნდა გვქონდეს, რომ ვაწარმოოთ ყველანაირი საქონელი

ჩვენ პრინციპში რომ ვნახოთ, რა საქონელს ვხმარობთ ქვეყანაში, რას ვაწარმოებთ შიგნით, რა გაგვაქვს და რა შემოგვაქვს - დავინახავთ, რომ 3 მილიარდ 800 მილიონი დოლარით მეტს ვხმარობთ იმპორტს, ვიდრე გაგვაქვს ექსპორტზე. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ საქართველო არის პატარა ეკონომიკა და ჩვენ არა გვაქვს საშუალება და არც უნდა გვქონდეს, რომ ვაწარმოოთ ყველანაირი საქონელი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონდეს პრიორიტეტები, რას ვაწარმოებთ, რა შემოგვაქვს იმპორტზე. რა თქმა უნდა ჩვენ არა ვართ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც შეერთებული შტატები და რუსეთი, რომლებსაც პრინციპში აქვთ საშუალება, რომ ყველაფერი აწარმოონ.

ჩვენ ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ თუ არ დავაბალანსეთ ჩვენი იმპორტი და ექსპორტი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა ყოველთვის ძაან მოწყვლადი იქნება გარე შოკების მიმართ. ანუ კი,ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი შიგნით, მაგრამ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე უფრო მეტი. ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების შექმნა არის ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტი ჩვენთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ეს განცხადება პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები