იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჩვილ შვილთან ერთად მივიდა

ტვ პირველი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომაზე ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა.

ის განმარტავს, რომ დღეს დღის წესრიგში არის შეტანილი საკითხი, რომელიც სასამართლოს წევრების არჩევას ეხება და არ სურს მისი შვილის თაობასაც "ჩინჩალაძის კლანთან" მოუწიოს ბრძოლა.

"ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად აქ, რომ დღეს არის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას და მე მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ ისინი შესაძლებელია, დღეისთვის ცდილობენ, რომ თავისი თანამდებობები გაიმყარონ და შეიძლება ცდილობენ, რომ უზენაესშიც გაიმყარონ თავის პოზიციები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მათ თაობას მოუწიოს, რომ ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს. ეს არის რეალობა. იურიდიულად გამყარებული აქვთ მათ, ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ დღეისთვის, არიან უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და ცდილობენ კიდევ უფრო მეტად გაიმყარონ ძალაუფლება და უზენაესი სასმართლო, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ბოლო იმედია, შეიძლება აღმოჩნდეს ჩინჩალაძის კლანის ხელში უვადოდ", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

კომენტარები