მარსი

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ყინულით სავსე კრატერის ფოტო გამოაქვეყნა

კოროლევის კრატერი მარსზე

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ჩრდილოეთ პოლუსზე 80 კილომეტრის დიამეტრის და 2 კილომეტრის სიღრმის ყინულით სავსე კრატერის ფოტო გამოაქვეყნა. 

კორალევის კრატერის ფოტო მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერით, Mars Express მისიის ხელოვნური თანამგზავრის მიერაა გადაღებული, რომელიც მარსის პოლუსებს 15 წელია იკვლევს. მისიის თანამგზავრმა სხვადასხვა ორბიტიდან კრატერის ხუთი სხვადასხვა გამოსახულება გადაიღო, მათი შერწყმით ეს ფოტო მიიღეს. 

კორალევის კრატერს სახელი გამოჩენილი საბჭოთა ინჟინერის, სერგეი კოროლევის პატივსაცემად დაერქვა. იგი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კოსმოსურ პროგრამებს, მათ შორის კოსმოსში გაგზავნილ პირველ ხელოვნურ თანამგზავრ სპუტნიკს. მან ასევე ააგო კოსმოსური ხომალდი  "ვოსტოკი" რომლის მეშვეობითაც იური გაგარინი კოსმოსში გააგზავნეს.

კომენტარები