საპატიო დიპლომი

ძაღლს, რომელიც პატრონს მაგისტრატურის ხარისხის მიღებაში დაეხმარა, საპატიო დიპლომი გადასცეს

PA

კლარკსონის უნივერსიტეტმა, ნიუ იორკში 4 წლის ოქროსფერი რეტრივერი მას შემდეგ დააჯილდოვა, რაც მის პატრონს, ბრიტნი ჰევლის დიპლომი ოკუპაციური თერაპიის დარგში გადასცა.

გრიფინი ე.წ დამხმარე ძაღლია, რაც ნიშნავს, რომ ის სპეციალური საჭიროებების ადამიანების დასახმარებლადაა გაწვრთნილი. კლარკსონის უნივერსიტეტში, გრიფინს დიპლომი “სტუდენტის წარმატების ხელშეწყობისთვის” გადასცეს.


ფოტო: PA

გრიფინი პატრონი, ბრიტნი ჰევლი შშმ პირია, მან მაგისტრატურის დიპლომი მიიღო, რაშიც დიდი წვლილი გრიფინსაც მიუძღვის.

ბრიტნის გადასაადგილებლად ეტლი სჭირდება და ქრონიკული ტკივილები აქვს. 2016 წელს მან ერთ-ერთ კომპანიას სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის შესაძენად მიმართა.

გრაფინი ბრიტნის ლექციებსა და სტაჟირებებზე დაყვებოდა და ყოველთვის მზად იყო მის დასახმარებლად.

Facebook პოსტში, ბრიტნიმ გრაფინის მიმართ მისი მადლიერება გამოხატა:

"ორ-ნახევარი წლის წინ, მე და ჩემი “კაცი” გრიფინი, პოცდამში, ნიუ იორკში სასწავლებლად გადავედით. ჩვენ ახალ ადგილას გადავდიოდით, ვსწავლობდით, როგორ გავმხდარიყავით ერთი ჯგუფი, როგორ გვეზრუნა ერთმანეთზე და დაგვეწყო ახალი თავგადასავალი ერთად! ჩვენ დღეს დავასრულეთ ეს გიჟი, სახალისო და საინტერესო გამოცდილება, ავიხდინე ჩემი ოცნება და მივიღე მაგისტრატურის ხარისხი ოკუპაციურ თერაპიაში. ერთი სული მაქვს გავიგო, თუ სად წავალთ შემდეგში გრიფინ! მადლობა ღმერთს, რომ შენ ჩემ გვერდით ხარ. აღელვებული ვარ იმ თავგადასავლებით, რაც წინ გველის!"

კომენტარები