გახარია პარლამენტში

გიორგი გახარია: არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით

ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში. მე როდესაც აქ დღეს მოვდივარ და ვემზადები შინაარსობრივი საუბრისთვის და აქ მიწევს რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების მოსმენა, სამწუხაროდ, გული მწყდება. მინდა იცოდეთ ერთი რამ, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობდა.

კომენტარები