KPOP

27 იანვარს საქართველოს კინოთეატრში BTS-ის დოკუმენტურ ფილმს ვიხილავთ

კინოაფიშას ცნობით 27 იანვარს, მაყურებელთა თხოვნით BTS WORLD TOUR LOVE YOURSELF IN SEOUL-ს დიდ ეკრანზე ვიხილავთ.

BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream". 

"ბითიესიქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. ბითიესის ალბომი გრემის ნომინანტია, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.

კომენტარები