ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
წიგნის საახალწლო ფესტივალი

წიგნის საახალწლო 3-დღიანი ფესტივალი გაიხსნა - დაჯილდოვებული ბესტსელერების სია

პარასკევი, 21 დეკემბერი, 2018 - 14:51
ტაბულა
tbl.ge/3d53
დაკოპირდა

წიგნის საახალწლო 3-დღიანი ფესტივალი დღეს, 21 დეკემბერს ტრადიციულად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა. 

წიგნის საახალწლო ფესტივალი, ასოციაციის ორგანიზებით, წელს უკვე მე-5-დ იმართება. ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ საახალწლო ფესტივალის იდეა წიგნის მაისის ფესტივალიდან გამომდინარე დაიბადა, რომელიც უკვე 20 წლისაა. გვანცას თქმით, მაისის ფესტივალზე მკითხველის მხრიდან ისე გაიზარდა მოთხოვნა, რომ ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ წელიწადში ერთი ფესტივალი საკმარისი აღარ არის. 

გვანცას თქმით, წინასაახალწლოდ ფესტივალის გამართვა ორ იდეას ატარებს:

"ერთის მხრივ, გვინდოდა, გაგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ წინასაახალწლოდ, როდესაც ყველა ვცდილობთ, რომ საჩუქრები გავუკეთოთ ჩვენს მეგობრებს და ახლობლებს, წიგნი ძალიან კარგი საჩუქარია, მით უფრო, რომ ამ სივრცეში მათ ყოველთვის შეუძლიათ, სპეაციალური ფასებით შეიძინონ წიგნები.

მეორეს მხრივ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის განათლებულ ახალ თაობაში, ამიტომ მკითხველი ბავშვების ნაწილი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფესტივალზე. ვცდილობთ, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და გვინდა, რომ არამხოლოდ თინეიჯერები მოდიოდნენ, არამედ ძალიან პატარებიც. ამისთვის გვაქვს საბავშვო კუთხეც მოწყობილი და ერთგვარი იდეაა, რომ როგორც ვთქვათ, ახალი წლის წინ ბავშვები ნაძვის ხესთან მიჰყავთ, ისე მოიყვანონ წიგნის ფესტივალზეც,"- ამბობს გვანცა ჯობავა. 

სხვადასხვა გამომცემლებთან ერთად წიგნის საახალწლო ფესტივალზე "წიგნები ბათუმშის" ფანტასტიკურ წიგნებსაც გადააწყდებით. გამომცემლობის დამაარსებელი ირაკლი ბაკურიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ სპეციალურად წიგნის საახალწლო ფესტივალისთვის მათ 7 ახალი თარგმანი წარუდგინეს მკითხველს, რომელთა შეძენაც პირველად სწორედ ფესტივალზე არის შესაძლებელი. 

მათ შორის, გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" ახალი სერიის "საკუთარი ოთახი" პირველი თარგმანი გამოიტანა. ბაკურიძის თქმით, სერია ქალ მწერლებს გააერთიანებს. სერიის სახელი ცნობილი ინგლისელი ქალი მწერლის, ვირჯინია ვულფის, ესსეს "საკუთარი ოთახი" ალუზიაა. ვულფის ცნობილი ესსე ფემინისტურ მანიფესტად ითვლება. 

"ჩვენ მუდმივად გამოვდივართ ამ ფესტივალზე და ყოველთვის ვამზადებთ ახალ თარგმანებს, ახალ წიგნებს ამ ფესტივალისთვის. ჯერ პარასკევია და დღის პირველი ნახევარია, ამიტომაც, ბევრი ხალხი არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირას ტრადიციულად ძალიან ბევრი მკითხველი მოვა. 

ოთხივე წელია, რაც გამომცემლობა ფესტივალში მონაწილეობას იღებს, სიახლეები გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული მკითხველისთვის,"- ამბობს ირაკლი ბაკურიძე. 


წიგნის ფესტივალის გახსნის დღეს ასოციაციამ პრიზებიც გასცა. ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა, მარიამო ჯანელიძემ, და პოეტმა და ასოციაციის ერთერთმა დამფუძნებელმა, ნიკა ლაშხიამ, ჯილდო წიგნების გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღეს. 

ბესტელერი ქართველი ავტორი - თემურ ბაბლუანი წიგნისთვის "მზე, მთვარე და პურის ყანა";

ბესტსელერი საბავშვო წიგნი 2018 - ლევ ტოლსტოის საუკეთესო მოთხრობები, გამომცემლობა პალიტრა L, მთარგმნელი თამრი ფხაკაძე;

ბესტსელერი დოკუმენტური პროზა 2018 - როინ მეტრეველი "თამარ მეფე";

ბესტელერი ქართულად თარგმნილი წიგნი 2018 - ჟოზე სარამაგუ "კაენი", გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური", მთარგმნელი მიხეილ ანთაძე.


---

ფესტივალი 23 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში. 

ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან "ტაბულა" და "პალიტრა მედია".

წიგნებიწიგნის საახალწლო ფესტივალიწიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უილსონი: ოცნების მარიონეტმა პრემიერმა ჩვენი სახელმწიფო მდივანი ტყუილში დაადანაშაულა
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 02:47

უილსონი: ოცნების მარიონეტმა პრემიერმა ჩვენი სახელმწიფო მდივანი ტყუილში დაადანაშაულა

რუსეთი კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 02:34

რუსეთი კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე

შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ – პუტინი ზელენსკის ღია წერილზე
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 02:27

შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ – პუტინი ზელენსკის ღია წერილზე

ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი საჭიროების შემთხვევაში ОДКБ-ს დატოვებს
შაბათი, 6 ივნისი, 2026 - 02:21

ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი საჭიროების შემთხვევაში ОДКБ-ს დატოვებს

ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი საქართველოში პროირანულ ქსელზე სტატიას აქვეყნებ
პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 23:36

ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩეველი საქართველოში პროირანულ ქსელზე სტატიას აქვეყნებ

ყველაზე კითხვადი

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
1ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
2უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
3ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
4რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში გაგზავნეს
5მარჯან სატრაპი, "პერსეპოლისის" ავტორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში