აშშ

ტრამპის მხარდამჭერები სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის ფულს აგროვებენ

Facebook

ტრამპის მხარდამჭერებმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისათვის თანხის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს.

მათ სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება სურთ. კაპანიის ავტორი ერაყის ომის ვეტერანი ბრაიან კოლფიჯია, რომელმაც ომში სამი კიდური დაკარგა. მისი თქმით ტრამპის თითოეულმა მხარდამჭერმა 80$ რომ გაიღოს, საკმარისი იქნება.

GoFundMe-ზე მისმა კამპანიამ 3 დღეში 9 მილიონი დოლარი მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების, მექსიკის საზღვარზე კედლის ხარჯებს, 5 მილიარდ აშშ დოლარსაც მოიცავს.

კონგრესის ქვედა პალატამ ბიუჯეტის პროექტს მხარი 217 ხმით 185-ის წინააღმდეგ გუშინ დაუჭირა, თუმცა მოელიან, რომ სენატში პროექტი საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, რასაც შესაძლოა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მოჰყვეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ პროექტს, რომელიც სენატმა დაამტკიცა, დროებით ხარჯებს მოიცავს და ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადას თებერვლამდე გადაწევს, ხელს არ მოაწერს, რადგან ის სასაზღვრო კედლის ხარჯებს არ მოიცავს.

კომენტარები