დაპირისპირება კახეთში

კახეთის აქციაზე ენმ-ის აქტივისტის ცემაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ტაბულა

ველისციხის ინციდენტში მონაწილე პირებს გოჩა მაისურაძეს და მამუკა უსინაშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა. დაკავებულებს პროკურატურა გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტის, შოთა დალაქიშვილის ცემას ედავება.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს დავით კირკიტაძე, მას პატიმრობა შეეფარდა. 18 დეკემბერს დააკავეს 1986 წელს დაბადებული ვ.მ. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. 

გარდა ამისა, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს, ხოლო პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის - 58 წლის ქალი.

კომენტარები