გაერთიანებული ოპოზიცია

სააკაშვილი: მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედით მენატრება

რა თქმა უნდა, მე მენატრება და მე უზომოდ ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, საქართველოსი. მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედით მენატრება, სიმართლე არის ეს.

რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ქართველ ხალხს დავეხმარო პირადადაც, ფიზიკურადაც ამ უბედურებისგან მშვიდობიანად გათავისუფლებაში და კიდევ მეტი ძალმომრეობის, ძალადობის, გაღარიბების და უბედურების თავიდან აცილებაში და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ექსცესები

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TV პირველის გადაცემა პოლიტმეტრში, კითხვაზე, რა ტიპის შეძახილს ელოდება ქართველი ხალხისგან, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. ცნობისთვის, 2 დეკემბრის აქციაზე, სააკაშვილმა ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა - "როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით".

კომენტარები