ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრი: ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ

სპუტნიკი

ოსები სიზმრებს რუსულ ენაზე ვხედავთ - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრმა ჟანა ზასეევამ თქვა. 

"სპუტნიკთან" მიცემულ ინტერვიუში ზასეევამ რუსეთთან ოსი ხალხის მჭიდრო კულტურულ კავშირზე ვრცლად ისაუბრა.  

"ოსმა ხალხმა ერთხელ უკვე აირჩია რუსეთი და ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. 2008 წელს ჩემი შვილის და სხვა ბავშვების გვერდით რუსი სამშვიდობოები დადგნენ. მათ დაიცვეს ჩემი ხალხი. ჩვენთვის, ოსებისთვის რუსულ ენაზე სიზმრები ნორმალურია. ჩვენ ვხედავთ მას [სიზმრებს] რუსულ ენაზე. მთელი ცხოვრება სახლში რუსულად ვსაუბრობთ. ყველაზე მაღალმთიან რეგიონშიც კი რუსულად გიპასუხებენ. მე ვამაყობ ჩვენი ხალხით",- ამბობს ზასეევა

კომენტარები