ახალი წელი

ამერიკაში კურიერებს ხალხი საჩუქრებსა და გამამხნევებელ წერილებს ახვედრებს

businessinsider.com

ამერიკაში საახალწლო სეზონის გამო კურიერებს სახლებთან საჩუქრებსა და გამამხნევებელ წერილებს ახვედრებენ.

ლაურა ბენემორის თქმით, ის მის ქმარს, რომელიც ამაზონის კურიერია, რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლებში დაყვებოდა და იქ ტკბილეულით სავსე კალათები ხვდებოდათ.

"ჩვენ ხშირად არ გვაქვს დრო რომ შესვენება გამოვიყენოთ, ამიტომ როდესაც არაქისის კარაქის ორცხობილებსა და ტკბილეულს გახვედრებენ ეს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია", - თქვა ლაურა ბენემორმა.

ემი სორიას, რომელიც ასევე ამაზონის კურიერია, კალიფორნიაში ერთ-ერთ სახლში მისვლისას სასმელები, საკვები და მადლობის წერილი დახვდა.


ფოტო: businessinsider.com

"მე გაოცებული ვიყავი, რომ ვიღაცები ზრუნავენ იმ ადამიანებზე, ვისაც მათი შეკვეთები დააქვთ", - თქვა ემი სორიამ.

ლაურა ბენემორი და ემი სორია არ არიან მარტო, სოციალურ ქსელებში ბოლო კვირების განმავლობაში ბევრმა კურიერმა დადო სურათი, სადაც სახლის პატრონები მათ ტკბილეულსა და წერილებს ახვედრებენ.


ფოტო: businessinsider.com

"სევდიანია, როგორი შოკირებული და გულაჩუყებული ვარ იმ ფაქტით, რომ უცნობი ადამიანები საკვებსა და სასმელებს გვიტოვებენ კურიერებს. კაცთმოყვარეობა კვლავ არსებობს, უბრალოდ ძნელი საპოვნელია და როდესაც მას იპოვით, დააფასეთ", - წერს ერთ-ერთი კურიერი ტვიტერზე.

 

კომენტარები