დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა

კვლევა: აღმ. ევროპაში მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება გეი ქორწინებას ვიდრე დას. ევროპაში

გეი ქორწინება
huffpost.com

Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ რელიგიის მნიშვნელობაზე, უმცირესობებსა და სხვა სოციალურ საკითხებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპელები განსხვავებულად ფიქრობენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე. დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ლგბტ ქორწინება დაშვებულია და მოსახლეობის უმრავლესობაც მხარს უჭერს მას. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი უმრავლესობა წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინების და შესაბამისად, არც ერთ ამ ქვეყანაში ასეთი სახის ქორწინება დაკანონებული არ არის.


ფოტო: pewforum.org

ნარინჯისფერი - ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპა. ცისფერი - დასავლეთ ევროპა მარცხენა სვეტი - ეწინააღმდეგება ლგბტ ქორწინებას. მარჯვენა სვეტი - ემხრობა ლგბტ ქორწინებას

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეხედულება ქვეყნის შიგნით უნივერსალურია, მაგალითად, 10-დან 9 რუსი ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. მაშინ როდესაც, ჰოლანდიელების, დანიელებისა და შვედების უმრავლესობა მომხრეა ლგბტ ქორწინების.

გარდა ლგბტ ქორწინების საკითხისა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელების შეხედულებები განსხვავდება აბორტის ლეგალიზებასთან მიმართებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ აბორტი ლეგალურია ევროპის ყველა ქვეყანაში, მაინც არსებობს ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები რეგიონების მიხედვით. დასავლეთ ევროპაში, მათ შორის ისეთ ღრმად მორწმუნე კათოლიკურ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, იტალია და პორტუგალია - 10-დან 6 ამბობს, რომ აბორტი ლეგალური უნდა იყოს ყველა ან უმეტესობა შემთხვევაში.

აღმოსავლეთში შეხედულებები განსხვავდება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილში - ჩეხეთი, ესტონეთი და ბულგარეთი უმრავლესობა ლეგალური აბორტის მომხრეა. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, პოლონეთში, რუსეთსა და უკრაინაში უმრავლესობა ამბობს, რომ აბორტი უნდა იყოს აკრძალული ნებისმიერ ან უმეტეს შემთხვევაში.


ფოტო: pewforum.org

ნარინჯისფერი - ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპა. ცისფერი - დასავლეთ ევროპა მარცხენა სვეტი - ეწინააღმდეგება აბორტის ლეგალიზებას. მარჯვენა სვეტი - ემხრობა აბორტის ლეგალიზებას

კვლევის მიხედვით, რეგიონალური დაყოფა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან მიმართებაში შენარჩუნდება მომავალშიც. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ახალგაზრდები გეი ქორწინების ლეგალიზებას ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, ახალგაზრდა ესტონელების 61% (ასაკი 18-დან 34 წლამდე) ეწინააღმდეგება გეი ქორწინებას, 35 წლის ზემოთ ეს მაჩვენებელი 75%-ია. ის ესტონელი ახალგაზრდები, რომლებიც გეი ქორწინებას ეწინააღმდეგებიან,  6-ჯერ მეტნი არიან დანიელ ახალგაზრდებთან შედარებით (10%), რომელთაც იგივე შეხედულება აქვთ. ეს ტენდენცია შეიმჩნევა მთელს რეგიონში. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდობა უფრო კონსერვატიულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების ახალგაზრდებთან შედარებით. 


ფოტო: pewforum.org

- რუკაზე ნაჩვენებია ახლგაზრდების რამდენი % ეწინააღმდეგება გეი ქორწინებას. 

როგორც რუკაზე ხედავთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბევრად მეტია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ლგბტ ქორწინებას ეწინააღმდეგებიან. საქართველოში ეს მაჩვენებელი 94%-ია. 

კომენტარები