თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას.
31 დეკემბერს თბილისის მეტროპოლიტენის ავტობუსებისა და საბაგიროების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და უფასო იქნება. მეტრო და ავტობუსები უფასო იქნება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, საბაგირო კი 03:00 საათამდე.
კალაძის თქმით, დედაქალაქის 10-ვე რაიონში იქნება გამოყოფილი კონკრეტული ადგილები სადაც "სოფლიდან ჩამოსულ ადამიანებს, ასევე თბილისში მცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყიდონ თავიანთი პროდუქტები წინასაახალწლო დღეებში."





