ახალი წელი

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. წელს ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე იქნება. 

"მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით, საკმაოდ საინტერესო და გრანდიოზული ცერემონილია გაიმართება." - ტქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, წინა წლების მსგავსად, ნაძვის ხის დადგმა რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. მერიამ მათ მიმართა, შეეცვალათ აქციის ადგილი, თუმცა სარალიძემ თქვა, რომ ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებდა, რის შემდეგაც მერიამ თავად შეცვალა ნაძვის ხის ადგილი და რესპუბლიკის მოედანზე დადგა.

კომენტარები