საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი დღეს და ხვალ ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გადაკეტილი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.
"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"- წერია განცხადებაში.
საახალწლო განათებები