იაირ ნეთანიაჰუ

Facebook-მა ისრაელის პრემიერმინისტრის შვილი 24 საათით დაბლოკა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენჟამინ ნეთანიაჰუ და მისი შვილი იარი. 2015 წელი.
Getty images

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილი Facebook-მა, პალესტინელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ აგრესიული პოსტების გამო, 24 საათით დაბლოკა.

გასულ კვირას, Facebook-მა იაირ ნეთანიაჰუს პოსტი წაშალა, სადაც ის წერდა, რომ პალესტინელების მიერ ისრაელის ორი ჯარისკაცის მკვლელობისთვის შურს იძიებდა.

გარდა ამისა, Facebook-მა წაშალა იაირის ის პოსტიც, სადაც ის ამბობდა, რომ ყველა მუსლიმმა უნდა დატოვოს ისრაელის მიწა. 27 წლის იაირ ნეთანიაჰუმ დაგმო Facebook-ი და მას “აზროვნების პოლიცია” უწოდა.

ნეთანიაჰუ შარშანაც მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც Facebook-ზე მიმი დაპოსტა, სადაც მამამისის ოპონენტებს დასცინოდა, მათ შორის ჯორჯ სოროსს.

Facebook-ს ნეთანიაჰუ Twitter-ზე გამოეხმაურა და ამ ქმედებას “დაუჯერებელი” უწოდა. მის ტვიტს ახლდა ფოტოც, სადაც ის წერდა, რომ “არასდროს იქნება მშვიდობა იმ მონსტრებთან, რომლებიც საკუთარ თავს “პალესტინელებს” უწოდებენ 1964 წლიდან.” (პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის დაარსების თარიღი)

“ჰამასს, ჰეზბოლას და ირანულ რეჟიმებს Facebook-ზე ოფიციალური გვერდები აქვთ. გარდა ამისა, უამრავი გვერდია, რომელიც ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მოკვლისკენ მოუწოდებს. ათასობით ძალადობრივი პოსტია ექსტრემისტი რადიკალი მემარცხენეების მხრიდან ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. მათ შორის ეს არის ფიზიკური ძალადობისა და ამორალური მკვლელობების მუქარა. ეს ყველაფერი არ არღვევს Facebook-ის წესებს” - წერს იაირ ნეთანიაჰუ.

Facebook-ის თქმით, მათი მიზანია “ გამოხატვის წახალისება და მშვიდობიანი გარემოს შექმნა”.

კომენტარები