დაუნის სინდრომი

დაუნის სინდრომის მქონე კაცი 32-წლიანი მუშაობის შემდეგ მაკდონალდსიდან წავიდა

9gag

დაუნის სინდრომის მქონე კაცი მაკდონალდსში 32-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან წავიდა

50 წლის რასელ ო გრეიდმა სიდნეის დასავლეთით მდებარე მაკდონალდსში მუშაობა 1986 წელს, 18 წლის ასაკში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის ის საკულტო ადამიანი იყო. 

რასელმა მუშაობა მაშინ დაიწყო, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დასაქმება გაცილებით უჭირდათ, ვიდრე ახლა. 

მისი სუპერვაიზერი, კორტნი პარსელი ამბობს: 

"ჩვენ გვყავდა რეგულარული კლიენტები, რომლებიც მოდიოდნენ რასელის სანახავად ხუთშაბათს და პარასკევს. სტაფი მასზე ზრუნავდა, ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება". 

კომენტარები