ყვითელი ჟილეტები

საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” აქციები მე-5 კვირაა გრძელდება, სულ დაღუპულია 7 ადამიანი

AFP

“ყვითელი ჟილეტების” მომიტინგეები მე-5 კვირაა პარიზის ქუჩებში მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ. საფრანგეთში ათასობით პოლიციელია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით ეს ქვეყნის ეკონომიკისათვის კატასტროფულია. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

გასულ შაბათს 500-მდე ადამიანი დააპატიმრეს. დღეს, მომიტინგეების რიცხვი ნაკლებია, თუმცა პოლიციას კორიდორის გასაკეთებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

გასული შაბათის მსგავსად, დღეს მაღაზიების დიდი ნაწილი დაკეტილია. საფრანგეთის მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“ბოლოს ჩვენ ვაპროტესტებდით გადასახადებს, თუმცა დღევანდელი აქცია არის ინსტიტუტებისთვის - ჩვენ გვინდა მეტი პირდაპირი დემოკრატია” - ამბობს 28 წლის მომიტინგე AFP-თან კომენტარში.

პატარა აქციები გაიმართა ტულუზაში, გრენობლსა და ლიონში. კალეში მომიტინგეებმა პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

ემანუელ მაკრონის დაპირებების შემდეგ, მომიტინგეთა რიცხვი შემცირდა, თუმცა მათ ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. აქციებზე სულ 7 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები