დღეს, 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება.
თბილისის მერია ამის მიზეზად საახალწლო განათებების მონტაჟს ასახელებს.
"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს. უწყება მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.