მაიკ ტაისონი

მაიკ ტაისონის ერთადერთი ბრძოლა, რომლის დროსაც ის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყო

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი მარიხუანის აქტიური მომხმარებელია. მას 16 ჰექტარზე გაშენებული ფერმაც აქვს და აღნიშნული მცენარისგან სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.

The Dan Patrick Show-ში სტუმრობისას, ტაისონმა ის ერთადერთი ორთაბრძოლა გაიხსენა, რომლის დროსაც მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყო. მისივე თქმით, ის მარიხუანას მთელი ცხოვრების განმავლობაში მოიხმარდა.

"მარიხუანა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ენდრიუ გოლოტასთან დაპირისპირება ერთადერთი იყო, როცა რინგზე მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გავედი. მას ჩემზე განსაკუთრებული ზეგავლენა არ მოუხდენია. ამ ფაქტის გამო, რამდენიმე ათასი დოლარით დავჯარიმდი", - გაიხსენა ტაისონმა.

აღსანიშნავია, რომ ენდრიუ გოლოტამ მეორე რაუნდის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მარცხს შეეგუა.

კომენტარები