საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: მელია კვარტალში ერთხელ მოდის პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად

არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო ძალიან დიდი უპირატესობით. დემოკრატიულ სისტემაში და არჩევით დემოკრატიაში 20%-იანი განსხვავება არის განსხვავება, რომელსაც ვერანაირ გაყალბებას ვერ დააბრალებ. ეს არის მართლაც დიდი უპირატესობა და მეორე ტურში საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი იმაზე, რომ საქართველოს მომავლით შეიცვალოს წარსული, რაც ყველასთვის მიუღებელია. ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და ჩაატარეს ვითომ სკანდალური ბრიფინგი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით . საბოლოო ჯამში რა დავინახეთ, ის რომ პირადობის მომწობები მათ გაყალბების მექანიმზად მიყიდეს საზოგადოებას, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა მოწმობები, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა ან მათმა ოჯახებმა ჩააბარეს კონკრეტულ მედიასაშუალებას ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. ასეთი ფაბრიკაციებით რამდენი ბრიფინგიც არ უნდა ჩაატარონ, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის. ვფიქრობ, ოპოზიციას დროულად მართებს აღიაროს არჩევნების შედეგი და სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ოპონირებაში, მათ შორის ნიკა მელია, რომელიც კვარტალში ერთხელ მოდის პარლამენტში კონცერტების ჩასატარებლად. მათ სურთ ჩრდილი მიაყენონ იმ დემოკრატიულ მიღწევას, როდესაც არჩეულ პრეზიდენტს უკვე მოქმედი პრეზიდენტი ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადასცემს საპრეზიდენტო მანდატს და საქართველოში ეს პირველად მოხერხდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.

კომენტარები