ელენ დეჯენერისის შოუ

ელენ დეჯენერისის შოუ შესაძლოა 2020 წლის შემდეგ აღარ გაგრძელდეს

today.com

ამერიკელმა ტელეწამყვანმა ელენე დეჯენერისმა The New York Times-თან საუბრისას თქვა, რომ შესაძლოა 2020 წლის შემდეგ საკუთარი შოუ "The Ellen DeGeneres Show" აღარ გააგრძელოს.

მისი თქმით, მას კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გააგძელებს თუ არა კონტრაქტს ჯერ არ გადაუწყვეტია.

ელენ დეჯენერისის თქმით მას შოუს გაგრძელებასთან დაკავშირდებით კონფლიქტი აქვს თავის ცოლთან პორშია დე როსთან, რომელსაც არ უნდა რომ შოუ გააგრძელოს, მის ძმას ვანს დეჯენერისს კი უნდა რომ შოუ გაგრძელდეს.

"ის [პორშია დე როსი] ბრაზდება, როდესაც ჩემი ძმა მეუბნება, რომ მე ვერ გავჩერდები", - თქვა ელენ დეჯენერისმა.

ელენ დეჯენერისის შოუ 2003 წელს დაიწყო და ახლა მისი მე-16 სეზონი მიმდინარეობს. 

"არ ვთვლი, რომ შოუს დასრულება მისი კარიერის დასრულებას ნიშნავს", - თქვა პორშია დე როსიმ.

ამერიკელმა ტელეწამყვანმა ასევე ისაუბრა, რომ ის უკვე დაღლილია ცეკვით, რაც მისი შოუს დასაწყისის და დასრულების საფირმო ნიშანია.

"ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვინმეს ჩემთან ერთად სურათის გადაღება უნდა, შემდეგ კი სურათის გადაღების მომენტში უთქვამთ, რომ მე არ ვცეკვავ, რაზეც მე ვპასუხობ რომ ცხადია არ ვცეკვავ, რადგან ქუჩაში დავდივარ", - თქვა ელენ დეჯენერისმა.

ჯერჯერობით ელენ დეჯერისის შოუს წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, გაგრძელდება თუ არა შოუ.

კომენტარები