საფრანგეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს 29 წლის მამაკაცს, რომელმაც სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ცეცხლი გახსნა და 3 ადამიანი მოკლა, ხოლო 12 - დაჭრა. დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
პარიზის პროკურორის თქმით, თავდამსხმელი ცეცხლის გახსნამდე "ალაჰ აკბარ"-ს ყვიროდა.
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ძებნილთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა - თავდამსხმელის მშობლები და ძმები.
სტრასბურგში შეიარაღებული თავდასხმა გუშინ საღამოს, საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული 29 წლის მამაკაცი სროლის შემდეგ გაიქცა. ის ტაქსით წავიდა. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელმა ტაქსისტს უთხრა, რომ 10 ადამიანი მოკლა.