აშშ

აშშ-ის მთავრობა შესაძლოა კვლავ დაიხუროს - დემოკრატები ტრამპთან ვერ შეთანხმდნენ

CreditCreditDoug Mills/The New York Times

დონალდ ტრამპი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი დემოკრატებს, სენატის უმცირესობის ლიდერს, ჩაკ შამერს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის შეხვდნენ. 

შეხვედრის თემა დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ. ამ საკითხმა შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-ის მთავრობის დახურვა გამოიწვიოს, ვინაიდან კონგრესმა შესაძლოა კედლის აშენებისთვის საჭირო 5 მილიარდი აშშ დოლარი არ გამოყოს. 

შეხვედრამ მწვავე კამათის ფონზე და კონკრეტული შედეგის მიღწევის გარეშე ჩაიარა. მონაწილე 4 ადამიანიდან ერთ-ერთი, მაიკ პენსი კი საუბარში საერთოდ არ ჩართულა. 

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ამაყი იქნება თუ მთავრობას სასაზღვრო კონტროლისთვის დახურავს, ვინაიდან მისთვის მთავარი სწორედ ეს არის. 

ჩაკ შამერი: ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ჩვენ გვაქვს გამოსავალი, რომელსაც შეუძლია სენატის და კონგრესის მხარდაჭერის მოპოვება. სწორედ ახლა და მთავრობა არ დაიხურება. მოგიწოდებთ, სწორედ ეს გააკეთოთ - არა მთავრობის დახურვის მუქარა, არამედ 

დონალდ ტრამპი: ჩაკ, თქვენ არ გინდათ მთავრობის დახურვა

ჩაკ შამერი: ვინაიდან თქვენ მაინც ვერ გააკეთებთ იმას, რაც გსურთ. თქვენ თქვით, რომ ჩემი ხედვაა, დავხურო მთავრობა. ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელსაც დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც მხარს დაუჭერენ - გავაკეთოთ ბიუჯეტის განგრძობადი რეზოლუცია. ეს მთავრობას არ დახურავს. მოგიწოდებთ, ეს გააკეთოთ.

დონალდ ტრამპი: თუ არ იქნება კარგი სასაზღვრო კონტროლი, მე მას არ დავთანხმდები. იმიტომ რომ, როდესაც შეხედავთ საზღვრის კონტროლის ეფექტურობის ციფრებს, შეხედავთ საქმიანობას, რომელსაც ჩვენ გავწევთ...  

ჩაკ შამერი: თქვენ სწორედ ახლა თქვით, რომ ის ეფექტურია 

დონალდ ტრამპი: შეიძლება რაღაც გითხრათ? ეს არის ის ადგილები, სადაც კედელი გვაქვს. კედლის გარეშე ... როდესაც კედელი გაქვს, ეფექტურია. 

ჩაკ შამერი: 20-ჯერ თქვი, რომ თუ ჩემს კედელს არ მივიღებ, მთავრობას დავხურავ, არც ჩვენგანს არ უთქვამს....

დონალდ ტრამპი: გინდა, რაღაც იცოდე? 

ჩაკ შამერი: თქვენ ეს თქვით

დონალდ ტრამპი: იცით, რა ვთქვი? თუ არ მივიღებთ კედელს, ერთი ან მეორე გზით, იქნებით ეს თქვენ, სამხედროები თუ ნებისმიერი სხვა რამ, მე მთავრობას დავხურავ. მე ამაყი ვიქნები, დავხურო მთავრობა სასაზღვრო კონტროლის გამო, ჩაკ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლებს არ უნდათ კრიმინალი და ის ადამიანები, რომლებსაც ბევრი პრობლემა აქვთ და ნარკოტიკები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოაქვთ. მე მოვისხამ მანტიას, მე ვიქნები ის, ვინც დახურავს მთავრობას. ამაში თქვენ არ გადანაშაულებთ. წინა ჯერზე თქვენ დახურეთ ის, მაგრამ ამან არ იმუშავა. მე დავხურავ მას სასაზღვრო კონტროლის გამო. 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მთავრობა რამდენჯერმე დაიხურა, ბოლოს ეს მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა - ოპოზიციამ, ანუ დემოკრატებმა მოითხოვეს, ბიუჯეტში გაწერილიყო გარანტიები არალეგალი მიგრატნების შვილების დასაცავად, რომელიც ტრამპმა 2017 წლის სექტემბერში გააუქმა. ჩაკ შამერის მოლაპარაკებები ტრამპთან მაშინაც უშედეგოდ დასრულდა და მთავრობა რამდენიმე კვირით დაიხურა. 

მთავრობა წინასწარ ადგენს იმ თანამშრომლების სიას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ - სამხედრო მოსამსახურეები, ავიადისპეჩერები და ციხეების თანამშრომლები. პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სახანძრო უწყებები შტატებს ექვემდებარებიან და არა ფედერალურ მთავრობას. დანარჩენები უფასო შვებულებაში გადიან. 

კომენტარები