შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, არ შეიძლება სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, და მე თუ მკითხავ, ვალდებულებაც, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები და აღკვეთოს შეკრება-მანიფესტაცია, რომელმაც უკვე უკანონო ხასიათი მიიღო.
არასწორია, რომ პოლიცია კორდონს აკეთებს. საქართველოს კონსტიტუცია არ იცავს პირის უფლებას, მოახდინოს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება. ეს აღარ არის აზრის გამოხატვა, რაც შეიძლება, იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის მიზანი, ეს არის ადამიანების საქმიანობაში ხელშეშლა და სახელმწიფო უწყებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნა
ქართული მარშის აქცია
მშვენიერაძე: კანონით, სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება
