სომხეთი

წინასწარი შედეგებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის ბლოკი იმარჯვებს

AFP

წინასწარი მონაცემებით სომხეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი იმარჯვებს. ამ დროისათვის დათვლილია ხმათა 50%, რომლის 61,73% სწორედ მისმა ბლოკმა მიიღო.

არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია და ბლოკი მონაწილეობდა. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2022 წელს უნდა გამართულიყო. ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერი სერჟ სარგისიანი გადადგა და მთავრობის დროებითი მეთაური ნიკოლ ფაშინიანი გახდა. ოქტომბერში თანამდებობა თავად ფაშინიანმაც დატოვა - სწორედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოტივით.

კომენტარები