იუსტიციის სამინისტროს აქცია

10 დეკემბრიდან 1 თვის ვადაში, შშმ პირები ID ბარათებსა და პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით, 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ მინისტრმა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მინისტრის განცხადებით, შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვანები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, პირადობის ელექტრონულ მოწმებებს უფასოდ მიიღებენ. 

იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქციით სარგებლობა შეძლონ, მათ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართან და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ. 

მზა დოკუმენტებს მოქალაქეები 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებენ. 

კომენტარები