მეცნიერება და რელიგია

ალბერტ აინშტაინის "წერილი ღმერთზე" აუქიონზე 2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

ალბერტ აინშატაინის ხელნაწერი, სადაც ის რელიგიის კონცეფიებზე საუბრობს, ნიუ-იორკის აუქიონზე 2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა. 

წერილის თავდაპირველი ღირებულება 1,5 მილიონი დოლარი იყო. თუმცა, ის თითქმის გაორმაგებულ ფასად გაიყიდა.

ხელნაწერი სახელად "წერილი ღმერთზე" ფილოსოფოსმა 1954 წელს დაწერა. აინშტაინი 74 წლის იყო, როცა წერილი გერმანელ ფილოსოფოსს ერიკ გუტკინდს მისწერა. 

წერილი მიიჩნევა რელიგიისა და მეცნიერების დისკუსიის საწყისად. 

წერილში, რომელიც გერმანულ ენაზეა დაწერილი, აინშტაინი ღმერთზე საუბრობს. 

"სიტყვა ღმერთი ჩემთვის ადამიანური სისუსტის პროდუქტი და გამოხატულებაა. ბიბლია კი პრიმიტიული ლეგენდების ერთობლიობა და ვერანაირი დახვეწილი ინტერპრეტაცია აზრს ვერ შემაცვლევინებს",- წერს აინშტაინი. 

ფიზიკოსი თავის ებრაულ წარმომავლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სხვა რელიგიების მსგავსად, ესეც პრიმიტიული ცრურწმენების განსახიერებაა. 

კომენტარები