მე უფრო ვფიქრობ, რომ ის აქ არ ჩამოვა იმიტომ, რომ ტრაპზევე დააპატიმრებენ. საერთოდ, დახურული სივრცე მისთვის არ არის კომფორტული. ორი დღე იჯდა (ისე ვიტყვი, როგორც გასაგებია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის) კაპეზეში, უკრაინაში, წინასწარი დაკავების საკანში და პოროშენკოს მისწერა შემრიგებლური წერილი, რბილად რომ ვთქვათ და შეცდომების აღიარების [წერილი]. მე არ ვფიქრობ, რომ ის აქ ჩამოვა ციხეში ჩასაჯდომად. რომც ჩამოვიდეს, შეიძლება მე ვცდები, მე ფსონს კი არ ჩამოვდივარ, ჩემთვის ეს მთავარი კი არაა, მისი ჩამოსვლაც აქ ვერ შეცვლის რეალურად არსებითად სურათს. მე მსურს განვითარება წავიდეს უფრო დიალოგისკენ და არა ორი პოლუსისკენ.
მიხეილ სააკაშვილი
ბერძენიშვილი: ვფიქრობ სააკაშვილი არ ჩამოვა, მისთვის დახურული სივრცე კომფორტული არაა
tbl.ge/3bo2
დაკოპირდა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი" სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე მსჯელობდა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




