ხვალ, 5 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვანის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ძმები კარბელაშვილების, ყურაშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ზღვისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





