არჩევნები 2018

ვოლსკი დიალოგთან დაკავშირებით მარგველაშვილის მოწოდებაზე: არაადეკვატური განცხადებაა

მარგველაშვილმა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა ბოლო პერიოდში და არ მინდა დავამძიმო ის პოზიტიური ფონი, რაც თითქოსდა შექმნა. ის განცხადება, რომ თვითონ უნდა ჩაერთოს რაღაც პროცესში არის ვითარების არაადეკვატური აღქმა. და საერთოდ, არაადეკვატურია ეს განცხადება.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", გიორგი ვოლსკი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას მმართველი გუნდისადმი - გამართონ დიალოგი ოპოზიციასთან მათ მიერ დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

კომენტარები