არჩევნები 2018

მდინარაძე: უნდა შეეგუოს ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ, რომ ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის დემოკრატია და მათი საქმიანობა არის შეუთავსებელი ორ სხვადასხვა რამ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ისინი უფრთხიან ინაუგურაციას, რომელიც არის ის მიჯნა, რომლის შემდეგაც საქართველო, ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატიის რელსებზე გადადის. ისინი ითხოვენ პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რაც არის ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მიუღებელი ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის მთავარია ის, რომ ყველა არჩევნებს და წაგებული მხარის უკმაყოფილება არ უნდა მოჰყვებოდეს ახალი და არაადეკვატური მოთხოვნები. უნდა შეეგუოს ოპოზიცია ერთხელ და სამუდამოდ, რომ დემოკრატიის წესია - ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება. და ამ დამარცხებას უნდა შეეგუონ

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", მამუკა მდინარაძე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას დიალოგთან დაკავშირებით.

კომენტარები