არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: შეუსაბამოა ერთდროულად რევოლუციური მოწოდებები და დიალოგის მოთხოვნა

ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. დიალოგს რაც შეეხება, გააჩნია რის გარშემო არის ეს დიალოგი. თუ ერთის მხრივ ჩვენ გვესმის რევოლუციური მოწოდებები, დაუმორჩილებლობის მოწოდებები და ამავე დროს, აქეთა მხარეს დიალოგის მოთხოვნა - ეს შეუსაბამოა. ასეთ პირობებში ლაპარაკი არის შეუძლებელი. თუ იქნება ცივილიზებული მოთხოვნები და საქმიანი საუბარი, მაშინ, ბუნებრივია, ამას წინ არაფერი უდგას.

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას დიალოგთან დაკავშირებით.

კომენტარები