არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ინაუგურაციის შესახებ ან დღეს, ან ხვალ გაიმართება ბრიფინგი

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალის დეტალები მომდევნო ორ დღეში გახდება ცნობილი, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"ინაუგურაციის შესახებ ან დღეს, ან ხვალ გაიმართება ბრიფინგი, რომ დეტალები მოგცეთ", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცნობით, ასევე უახლოეს დღეებში დასრულდება და გახდება ცნობილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტების დეტალები, - "დღეს, ხვალ ვამთავრებ ამ პროცესს და ყველას გაგაცნობთ."

"იქნება ბრიფინგი სრულყოფილად, სადაც მე წარვადგენ ჩემი ადმინისტრაციის წევრებს. მიმდინარეობს შერჩევა, არ არის ჯერ შერჩეული ყველა ის მთავარი ადამიანები, ვინც იქნებიან ჩემს ადმინისტრაციაში. ", - ამბობს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიალის ჩატარების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მედიაში გავრცელებული ცნობით, შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა ფიცი დედაქალაქში არ დადოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

კომენტარები