ჟერარ დეპარდიე

ჟერარ დეპარდიე საცხოვრებლად ნოვოსიბირსკში დარეგისტრირდა

ჟერარ დეპარდიე საცხოვრებლად ნოვოსიბირსკში დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza მის წარმომადგენლსა და ბიზნესპარტნიორ იულია მოსანიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსანის ინფორმაციითვე, ფრანგ მსახიობს ნოვოსიბირსკში კვების პროდიტების წარმოებისა და მიწოდების ბიზნესში ჩართვა უნდა.

ის ასევე აპირებს ქალაქზე დოკუმენტური ფილმი გადაიღოს. 

2012 წლის დეკემბრის დასაწყისში ჟერარ დეპარდიე მაღალი გადასახადების გამო საფრანგეთიდან ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. 

2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ბრძანების თანახმად, დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს თავად მიმართა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. 

2012 წლის დეკემბერში პუტინი ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დეპარდიესთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას კი 2 იანვარს მოაწერა ხელი. რუსეთის მოქალაქეობის გარდა, მას ასევე აქვს ალჟირის პასპორტი.

კომენტარები