არჩევნები 2018

IPN-ის ინფორმაციით, ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა თბილისში არ გაიმართოს

ტაბულა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა თბილისში არ გაიმართოს, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რომელ ქალაქში გაიმართება ფიცის დადების ცერემონია.

ტაბულა დაუკავშირდა სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურს. მათი ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. "გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული მაშინვე გახდება ცნობილი პრესისთვის", - ამბობენ ზურაბიშვილის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

კომენტარები