არჩევნები 2018

სააკაშვილი: როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით

რუსთაველის გამზირზე "გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Skype-ით ჩაერთო. მან მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე მათ გვერდით გაჩნდება. 

"ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სრული გამარჯვებით. ძვირფასებო, ამ ბრძოლაში მე, რა თქმა უნდა, ვარ თანასწორი თანასწორთა შორის, მე ვარ ერთერთი თქვენთაგანი. მე არ მაქვს განსაკუთრებულობაზე პრეტენზია, მაგრამ მინდა იცოდეთ - იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ჩვენი ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით, გავჩნდები საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავდოთ ჩვენი აგური ჩვენს გამარჯვებაში, მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას, მე მირჩევნია გავქრე, ვიდრე ვუყურებდე ჩემი სამშობლოს განადგურებას და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი არის ამ განწყობაზე, საქართველოს აქვს დიდი მომავალი" - მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო. ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

კომენტარები