ჰარი პოტერი

რუპერტ გრინი: იყო მომენტები, როდესაც ჰარი პოტერიდან წასვლას ვფიქრობდი

theguardian.com

ჰარი პოტერის ვარსკვლავმა, რონ უიზლის როლის შემსრულებლემა რუპერტ გრინმა ფილმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჰარი პოტერში თამაშით ის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

"ჰარი პოტერის პირველ რამდენიმე ფილმში მე ოცნებაში ვცხოვრობდი. მიზეზი, რატომაც ვცადე რონ უისლის როლზე ავერჩიეთ, ჰარი პოტერის წიგნების სიყვარული იყო. როდესაც მესამე თუ მეოთხე ფილმს ვიღებდით, უცბად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან ეს ყველაფერი ფენომენალურად პოპულარული იყო", - თქვა რუპერტ გრინმა.

მისივე თქმით, ჰარი პოტერის გადაღება ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვა იყო.

"იყო მომენტები, როდესაც ჰარი პოტერიდან წამოსვლას ვფიქრობდი. ფილმის გადაღება, მუშაობა ბავშვობის ასაკიდან დიდი პერიოდის განმავლობაში, ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვა იყო. ეს უბრალოდ თინეიჯერული აზრები იყო. ჰარი პოტერის დასრულების შემდეგ თავი ცოტათი დაკარგულად ვიგრძენი", - თქვა რუპერტ გრინმა. 

კომენტარები