ქუთაისის აეროპორტი

თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მას და მის ქმარს თავს დაესხნენ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანს ინფორმაციით, ქუთაისში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ეს იყო ჩვეულებრივი ცემა–ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან ჩანაწერები არ ყოფილაო"- ამბობს ჩარკვიანი რუსთავი2-ტან სატელეფონო საუბარში.

მისი თქმით, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

„როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე - აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. მე გოგონას ვაცილებდი, თქვენ დატოვეთ ქალაქი გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არცერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე",- ამბობს ჩარკვიანი.

კომენტარები