არჩევნები 2018

ვაშაძე: არავითარ არეულობას არ ვაპირებთ - ვაპირებთ იმას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია

არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით.

რაც შეეხება იმ ადამიანს, თავის თავს საქართველოს პრემიერმინისტრს რომ ეძახის, ჯობია საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას მიხედოს, ლარის ვარდნა შეაჩეროს და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უზრუნველყოს ისე, რომ სიღარიბეში არ ჩაიხრჩოს ეს ქვეყანა და არ დაიცალოს საერთოდ მოსახლეობისგან.

პრეზიდენტობის კანდიდატი ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვით, ხელისუფლება ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას რა დაუშვებს. გრიგოლ ვაშაძის კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს

კომენტარები