არჩევნები 2018

კალაძე: ენმ დამარცხებული გუნდია, საინტერესო არ არის კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები

"ნაციონალური მოძრაობა" არის დამარცხებული გუნდი, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა არა ბოროტებას, სიძულვილს. ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ დაბრუნება წარსულში. მწარე და მძიმე გამოცდილება გვაქვს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა იყო, ამიტომ უნდა ვიფიქროთ თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა გავუკმლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მე როგორც დედაქალაქის მერმა რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თბილისი უკეთესი იყოს, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები. მათ დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა მათ თავისუფლების გამოხატვაში არავინ არ ზღუდავს, თუმცა, ვიმეორებ, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება რაიმე გადაცდომა და რაიმე ზედმეტი კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისად, იქნება რეაგირება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება "ძალა ერთობაშიას" გადაწყვეტილებას, 2 დეკემბერს ჩაატაროს აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

კომენტარები