დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის საზოგადოება. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ; ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას
tbl.ge/3b22
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როცა არჩევნების შემდეგ მან მოსახლეობას "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. გარდა ამისა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპიზციამ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვირას, 15:00 საათზე მშვიდობიანი მანიფესტაცია დააანონსა.
არჩევნები 20182018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიმამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერმინისტრიქართული ოცნებამეორე ტური
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს