ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ, ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი.
tbl.ge/3b1y
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როცა არჩევნების შემდეგ მან მოსახლეობას "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. გარდა ამისა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ოპიზციამ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და კვირას, 15:00 საათზე მშვიდობიანი მანიფესტაცია დააანონსა.
არჩევნები 20182018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიმამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერმინისტრიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს