არჩევნები 2018

სააკაშვილი: ჩამოყალიბდა ახალი მაგარი ლიდერი, მივესალმები ხალხის პრეზიდენტს გრიგოლ ვაშაძეს

ქედს ვიხრი გია ვაშაძის წარმოუდგენელი გამბედაობის წინაშე. მისი ბრძოლის უნარიანობის წინაშე. საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი ძალიან მაგარი ლიდერი და ნამდვილად სახალხო პრეზიდენტი. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია გია ვაშაძე და ვერავინ სხვა რამეში ვერ დამარწმუნებს. მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს. ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთობით გავიმარჯვებთ.

დღეს ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი, ეს უკვე დავინახე ეს ზოგიერთ გამონათქვამში, ხალხი გაიყიდა კარტოფილზე, ხახვზე. რა შუაშია ხალხი, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ნუ ადანაშაულებთ ხალხს, ივანიშვილს ზუსტად ეს უნდა. დამნაშავე არის მხოლოდ ერთი: ბინძური ბიძინა ივანიშვილი, საქართველო დაუძინებელი მტერი. ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ ძებნა ჩვენს რიგებში დამნაშავეების, ერთმანეთს გადავაბრალოთ, ეს ივანიშვილის თამაშია, ნურავინ შეჰყვებით თამაშში. 

მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებ სკაიპის მეშვეობით მიმართა. "ძალა ერთობაშია" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით 2 დეკემბერს აქციას გამართავს.

კომენტარები