არჩევნები 2018

თბილისის 10 რაიონიდან, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ხმა ვაკეში მიიღო

საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისის 10-ვე რაიონი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ყველაზე მეტი ხმა კი მან ვაკეში მიიღო. ვაკეში ზურაბიშვილს ამომრჩევლის 66.05%-მა დაუჭირა მხარი, რაც 40407 ხმაა. გრიგოლ ვაშაძემ კი - 33.95% მიიღო, 20768 ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დათვალა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა ხმა. ოპოზიციური ერთობის ძალა ერთობაშია კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე კი - 40.48 %-მა. ზურაბიშვილმა 1 147 627 ხამ მიიღო, ვაშაძემ კი - 780 633

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოში პირველად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამასთან, ახალი კონსტიტუციით, ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 56.23%-მა მიიღო. ეს თითქმის 10%-ით მეტია პირველი ტურის აქტივობაზე. მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 337 889-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

კომენტარები