არჩევნები 2018

ხაინდრავა: ეს თაიგული პრეზიდენტისთვის მიმაქვს, ენმ-სა და R2-სთვის ვენოკი შევუკვეთე

ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ გაიმარჯვა დღეს და ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა, საქართველომ გაიმარჯვა, ვერასოდეს, ვერასოდეს ჩეკისტები საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებენ, ვერასოდეს ვერ დაბრუნდება საბჭოთა კავშირი საქართველოში, ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს და რუსთავი 2-ს და ნაციონალურ მოძრაობას გული რომ არ დაწყდეთ, თქვენთვის ვენოკი მაქვს შეკვეთილი

გოგა ხინდრავა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

კომენტარები