არჩევნები 2018

მელია: შემდეგ ნაბიჯებს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს, სააკაშვილი არის ერთერთი

Nika Melia/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, თუ რა იქნება მათი შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები, ამას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა სუბიექტი ერთად გადაწყვეტს, ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, ის ამ სუბიექტებს შორის ერთერთია. 

"ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად, კონსენსუსის საფუძველზე. ჩვენ ტყუილად კი არ ვსაუბრობდით, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციაა, მოვითათბირებთ, ძალიან ბევრი სუბიექტია გაერთიანებული. რაც უნდა დიდი მხარდაჭერით სარგებლობდეს ცალკე აღებული ერთი პარტია, ეს არ აძლევს არავის იმის უფლებას, რომ შეუთანხმებლად გავაკეთოთ განცხადება. დარწმუნებული ვარ ერთ აზრზე ჩამოვყალიბდებით, აქ არ იქნება ორი და სამი პოზიცია. ყველამ ერთად დავინახეთ რა ხდებოდა და როგორ იქცეოდა კრიმინალური ხელისუფლება. მათ თუ გონიათ ეს, რასაც ისინი ჩადიან, არის გამარჯვება, ძალიან ცდებიან.

ოპოზიცია გააგრძელებს ბრძოლას ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობით. არასდროს არ გავსულვართ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა. მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება სახელმწიფო ინტერებთან თანხვედრაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს დათმობას. შემდგომ ნაბიჯებს გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტს ყველა სუბიექტთან ერთად და მიხეილ სააკაშვილი არის ერთერთი, მხოლოდ ერთერთი." - ამბობს მელია.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერით მიმართა

მისი თქმით, არჩევნების ეს შედეგები მისთვის მიუღებელია, ამიტომ მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. 

კომენტარები