ფუნტი სტერლინგი

ჩამოსასხმელი ნაყინის გამოგონებისთვის მარგარეტ ტეტჩერი შესაძლოა 50 ფუნტიანზე გამოსახონ

ქიმიკოსი მარგარეტ ტეტჩერი

ინგლისის ბანკმა გამოაქვეყნა მეცნიერების სია, რომლებიც ახალ, 50 ფუნტიან კუპიურაზე დასაბეჭდათ შეარჩიეს. კანდიდატი უნდა ყოფილიყო ნამდვილი ადამიანი, გარდაცვლილი და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონოდა შეტანილი. ბანკმა სულ 174 112 ნომინაცია მიიღო, კრიტერიუმები მხოლოდ 114 000-მა დააკმაყოფილა. 

საბოლოო სიაში ბანკმა 800 ადამიანი დატოვა, რომელშიც 600 კაცი და 200 ქალი მოხვდა. მათ შორისაა კომპიუტერული მეცნიერების პიონერი ალან ტიურინგი, პროგრამირების პიონერი ადა ლავლეისი, ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრ გრეჰემ ბელი, შავი ხვრელების ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი, პენიცილინის აღმომჩენი ალექსანდრ ფლემინგი და როზალინდ ფრანკლინი - დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის. 

საბოლოო სიაში ასევე მოხვდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, რომელიც სურსათის კომპანიებისთვის მკვლევარ ქიმიკოსად მუშაობდა. ბანკის პრესსპიკერის თქმით, ის მუშაობდა იმ გუნდთან ერთად, რომელმაც ჩამოსასხმელი ნაყინი გამოიგონა. 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან აკადემიურ ჟურნალ Royal Society-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები. ისინი ამტკიცებენ, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ტეტჩერმა ამ გამოგონებაში პირდაპირი წვლილი შეიტანა.

ბანკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ბრიტანული ნაყინის ისტორიის ექსპერტი სტივ ტილიერი. ის ამბობს, რომ ჩამოსასხმელი ნაყინი ტეტჩერის მიერ სურსათის კომპანია J. Lyons-ში მუშაობის დაწყებამდე ათი წლით ადრე, აშშ-ში გამოიგონეს. 

50 ფუნტიან კუპიურაზე ამჟამად ორთქლის ძრავის გამომგონებლები, ჯეიმს ვატი და მეთიუ ბოულტონია გამოსახული. 

კომენტარები