არჩევნები 2018

"ხვალ რა ვქნათ არჩევნებზე" - ზურაბ ჯაფარიძის პასუხი სარით ხელში (Video)

გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ახალ ვიდეორგოლს ავრცელებს, რომლითაც, მისი თქმით, პასუხს სცემს მოსახლეობის კითხვას - "ხვალ რა ვქნათ".

ხვალ საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. მეორე ტური სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს შორის იმართება. ზურაბ ჯაფარიძემ 28 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 2.226% მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ მან განაცხადა, რომ "გულისრევით" დაუჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა, მოგვიანებით - გადაიფიქრა.

კომენტარები